„რა ვიცით აფხაზეთის შეახებ“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, აფხაზეთის კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, ვიქტორინა - „რა ვიცით აფხაზეთის შეახებ“ გაიმართა. მასში სამი გუნდი „სოხუმი“, „გაგრა“ და „ოჩამჩირე“ მონაწილეობდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს.
კონკურსი გუნდ „ოჩამჩირეს“ გამარჯვებით დასრულდა, რომელის წევრებიც მერვე კლასის მოსწავლეები: ზუკა ბრეკგვაძე, ლუკა შაინიძე, დემეტრე ავქოფაშვილი და ლუკა სარქისიანი იყვნენ.