ხრეითის N2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები აღნიშნულ დავალებებს დიდი მონდომებით ასრულებენ.
ამჯერად, დავალებას თავი წარმატებით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა გაართვეს. მათ ლუარსაბი და მისი სახლ-კარი ტარტარენის თვალით, წერილობით, აღწერეს.
დავალების პირობის მიხედვით, ლუარსაბი ტარასკონს ეწვია, მოსწავლეებმა აღწერეს, როგორ ნადირობს ლუარსაბი ტარასკონელებთნ ერთად.
მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევრებში ლუარსაბისა და ტარტარენის სტუმართმოყვარეობა გააცოცხლეს.
იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები ბმულებზე:ნამუშევარინამუშევარინამუშევარი