საყდრიონის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
02-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

გაიმართა აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, თემატური ნამუშევრები მოამზადეს, ბუნებაში გავიდნენ და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

„გახსოვდეთ - ყველა პატარა ნაბიჯი მნიშვნელოვანია: გაისეირნე ფეხით ან ველოსიპედით, დარგე თუნდაც ერთი მცენარე და ნუ დააბინძურებ გარემოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.  

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203