ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, თემატური ნამუშევრები მოამზადეს, ითამაშეს, ბუნებაში გავიდნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: