თბილისის N190 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
02-05-2023
თბილისის N190 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

ამ გარემოსდაცვით დღესასწაულთან დაკავშირებით, ქიმიის მასწავლებელმა, მაია ცნობილაძემ თემატური
პროექტი მე-9, მე-9 და მე-9 კლასებში განახორციელა. 

მოსწავლეებმა საინტერესო პლაკატები, კედლის გაზეთები, მაკეტები დაამზადეს და წარადგინეს. მათ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურებაზე, გლობალური დათბობის საშიშროებაზე, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოს დაბინძურების მავნე გავლენის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, აქტიური და საინტერესო დისკუსია - „როგორ გადავარჩინოთ დედამიწა“ გამართეს.

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203