აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ხშირად ახორციელებენ.
სკოლა 2023 წლის გლობალური სამოქმედო დღეების Global Action Days-ის აქტიური მონაწილეა.
ამჯერად, მოსწავლეებმა ძველი, გამოუყენებელი ნივთები გააცოცხლეს და სული ჩაუდგეს. შემოქმედებითი და კრეატიული მიდგომებით მათ ახალი დიზაინი და დანიშნულება მისცეს, რითაც ხელი შეუწყვეს ახალი ნივთების მოხმარების შემცირებას.
აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეთა ნამუშევრები საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.
„გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვყიდულობთ ნაკლებ ნივთებს, ამითი ვამცირეთ მსოფლიო რესურსების ექსპლუატაციას, გამოუყენებელი, ძველი ნივთებით გარემოს დაბინძურებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: