„განახორციელე ინვესტიცია ჩვენი პლანეტისათვის“- ხონის N2 სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა
02-05-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული - „განახორციელე ინვესტიცია ჩვენი პლანეტისათვის“ გაიმართა. ის ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომლის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში წარმოადგენს სამეცნიერო და ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RIGDOG).
აქტივობები მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, დედამიწისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ეკოლოგიურ და ბუნებრივ კატაკლიზმებზე. კლუბის წევრებმა მოცემული აქტივობა პრეზენტაციების სახით, აუდიტორიის წინაშე წარადგინეს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
გაიმართა აქტივობა - „აჩუქე მეორე სიცოცხლე“, მოსწავლეებმა გააცოცხლეს მეორადი ნივთები და მოაწყვეს გამოფენა.
გარდა ამისა, ნახეს ანიმაციური ფილმი - „დედამიწის დღე - განადგურებული დედამიწა“, ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, გამოიკვეთა პრობლემები და დაისახა გადაჭრის გზები. გაკეთდა დასკვნა, რომ, ამ კუთხით, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კიდევ ერთი აქტივობის - „გზავნილები დედამიწას“ ფარგლებში, დედამიწის მოდელზე, სიმბოლურად, მწვანე გულებზე დაწერილი სურვილები დაიტანეს.
მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ წულაიამ ვიდეორგოლი - „დედამიწის დღე“ წარადგინა.
აქტივობებში ჩართული იყო მხარდამჭერთა გუნდი: „მწვანე რეგიონების“ წარმომადგენელი მასწავლებელი მარიეტა ლეთოდიანი, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჩხენკელი, ხელოვნების მასწავლებელი ია კინწურაშვილი. პროექტის ხელმძღვანელი კი მაია მაჭარაძე იყო.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს