ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის ფინალში გადავიდა
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლას მოსწავლეებმა სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
ამჯერად, მოსწავლეთა გუნდმა, ლიზი წულაიას (კაპიტანი), ნინი ჩიხლაძის, ლიკა მანჯგალაძის, ზურა დანელიასა და ჯემალი ციცხვაიას შემადგენლობით, საქართველოს ეროვნული არქივის სასკოლო ჩემპიონატში - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა", იმერეთის რეგიონის მასშტაბით გაიმარჯვა და ფინალში გადავიდა.
გუნდის ხელმძღვანელი, ისტორიის მასწავლებელი მადონა კუპრაშვილი გოფოძეა.
საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. ის ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ პრინციპით ტარდება.
„გილოცავთ! სკოლა ამაყობს თქვენით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: