საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ყაყიჩაშვილმა ძიუდოს შეჯიბრში საპრიზო ადგილი მოიპოვა
02-05-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ყაყიჩაშვილმა, ჭიდაობა ძიუდოში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი თბილისში გაიმართა, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ლიზიმ თავისი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და კონკურენტებს ღირსეული მეტოქეობა გაუწია. 

სკოლა ამაყობს ლიზის წარმატებით და მას წინსვლას უსურვებს. 

„ჩვენი საამაყო ლიზი... ძალიან გაგვახარა. ვულოცავთ ლიზის სკოლისა და კლასელების სახელით და კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 


იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203