„ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კლასის საათი
02-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, მე-3ბ კლასში კლასის საათი ჩატარდა.
მისი თემა იყო „ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე“, მასში იმერეთის რეფერალური ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის მედდა ხათუნა მარგველაშვილი მონაწილეობდა. მან საინტერესოდ ისაუბრა და შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
კლასის საათს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მშობელთა ჩართულობა კარგ შედეგს იძლევა, ამიტომ სასურველია ხშირი თანამშრომლობა. ბოლოს, ხათუნა მარგველაშვილმა მომავალი ექიმები ხალათებით, ხელთათმანებითა და პირბადეებით დაასაჩუქრა.
აღსანიშნავია, რომ მესამეკლასელთა განვითარებაზე დამრიგებელი (ა. ნაფეტვარიძე) აქტიურად ზრუნავს.
„ხათუნა მარგველაშვილმა ისაუბრა, რომ ოჯახი არის პირველი წყარო, სადაც ბავშვი სწავლობს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. ასევე აღნიშნა, რომ" ჩვენი ბედნიერება 90%-ით დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ამიტომ, აუცილებელია, დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების 10 წესი. მადლობა ქალბატონ ხათუნას და პატარებს თანამშრომლობითვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს