დუმასტურის საჯარო სკოლის მოწავლეებმა შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია გამართეს 
02-05-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები გამართეს. 

პრეზენტაცია სკოლაში, 28 აპრილს, მოსწავლეებმა: მარიამ კუშტანაშვილმა, დიანა მაჩალიკაშვილმა, ამირხან ხანგოშვილმა და რამაზი ისმაილოვმა წარადგინეს. 

საპრეზენტაციო თემა -  ბავშვის უფლებები, არა ბულინგს! და სხვა სოციალური საკითხები გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საკითხის განხილვა-ანალიზში აქტიურად ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მნიშვნელოვანწილად ამაღლდა მოსწავლეთა ცნობიერება ბულინგის, მისი გამოვლენის, აღმოფხვრის გზების და ბავშვის უფლებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის დასასრულს 60 მონაწილეს, საჩუქრად ევროკავშირის ლოგოიანი ფინჯანი და ბლოკნოტი გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203