„თაობები და მუსიკა“- წყალტუბოს N1 სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა მუსიკის შთამბეჭდავი შემაჯამებელი გაკვეთილი
02-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და გამორჩეული აქტივობა იმართება. 

ამჯერად, VIII კლასში, დამრიგებელ სალომე ქობალიას ჩართულობით, მუსიკაში შემაჯამებელი გაკვეთილი - „თაობები და მუსიკა“ ჩატარდა. გაკვეთილზე მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო პრეზენტაციები: „მუსიკალური ციტირება”, „კლასიკური კროსოვერი”, „რიტმი, როგორც ეპოქის შეგრძნების საშუალება”- წარადგინეს.

ისინი პრეზენტირების დროს დამაჯარებლად საუბრობდნენ და დებულებებს არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, პრეზენტაციები გამდიდრებული იყო ვიდეო თუ აუდიო მასალით.

„წარმატებები ჩვენს ძალიან გონიერ, ნიჭიერ და მოტივირებულ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203