„დედამიწა ჩვენი სახლია“ - გარემოსდაცვითი პროექტი წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში
02-05-2023
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - მაკა სონგულიამ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“, განახორციელა. 

პროექტში, დაწყებით საფეხურის l, lll, lV, V, V და Vl კლასები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებში საინტერესო დისკუსია გაიმართა, იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწას. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, მდგრადი განვითარების მიზნებზე, ბუნებრივი რესურსების სწორ, მომჭირნეობით ხარჯვაზე, გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო, პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა, თემატური მაისურები მოირგეს და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს. 

ასევე ბავშვებმა, „ფლიფჩარტის“ ქაღალდზე თავიანთი შეხედულებები დააფიქსირეს.

დაწყებით კლასებში, მოსწავლეებმა, ზოგმა მხიარული, ზოგმაც მოწყენილი ნახატები შექმნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საერთო ჯამში ამ პროექტმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას და ამასთან ერთად, ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესსა და გარემოზე გაამახვილეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203