ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მათ მორიგი საჩუქარი სოფლის მკვიდრმა ზაზა რომანაძემ გაუკეთა. კულტურის კლუბში თოჯინების თეატრის წარმოდგენა „თალგამი“ დაიდგა. მოსწავლეებმა კი მსახიობების როლები მოირგეს და მაყურებელს მხიარული წარმოდგენა შესთავაზეს.
აქტივობამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„მადლობას ვუხდით ბატონ ზაზას ჩვენი პატარების გახარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: