„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ნახშირღელის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი გამოუშვეს
02-05-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, მესამე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ირინე არევაძის ხელმძღვანელობით, აქტივობები გამართეს. მათ კედლის გაზეთი - „დედამიწა ჩვენი სახლია, ვინც მომივლის მე ვარ მისი დედამიწა“ მოამზადეს და ამ დღის შესახებ ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

„ყოველი ადამიანი მიწის მეფეა, ხოლო ყოველი გოჯი მიწა - ადამიანთა მეფე“ - გოდერძი ჩოხელის სწორედ ეს სიტყვები გასდევდა მოსწავლეთა აქტივობას. 

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს. რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“ და უნდა მოვეფეროთ დედამიწას ჩვენი სუფთა ხელებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203