კვაცხუთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გარემოს გამწვანებაზე იზრუნეს 
02-05-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

ამასთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ხეხილის ნერგები დარგეს, თემატური ნამუშევარი მოამზადეს და ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები გარემოს გამწვანებაზე ზრუნავენ და იციან, რომ დედამიწაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203