ახმეტის N1 საჯარო სკოლაში „მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო“ გაიმართა
02-05-2023
ახმეტის N1 საჯარო სკოლის, ეკოკომიტეტის წევრების ჩართულობით, „მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო“ გაიმართა. 

მასში ყველა საფეხურის მოსწავლე მონაწილეობდა.

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება მიმართული იყო მდგრადი განვითარების N17 მიზნის - „თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის“ მისაღწევად, რაც სკოლის დირექციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ეფექტური კომუნიკაციითა და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, წარმატებით განხორციელდა.

ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან მჭედლურმა და მონაწილე მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელები გადასცა. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები სიტყვიერად ღონისძიების ჟიურის წარმომადგენლებმა - მარინე აბულაძემ, მარინე კობიაშვილმა და ბადრი ბეწუკელმა შეაფასეს. მათ მოსწავლეებს შემოქმედებითი საღამო მოუწონეს, აქტიურობისთვის ყველას მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203