„ფიზიკურ აღზრდას ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს“- წყალტუბოს N1 სკოლის მეორეკლასელთა შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი მოეწყო
02-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი არაერთი პროექტი თუ ღონისძიება ხორციელდება. ამჯერად, II კლასში ცხოვრების ჯანსაღ წესს სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, ყველა აქტივობა შეასრულეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ლელა ჩირგაძე მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

„ფიზიკურ აღზრდას ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს დღე პატარებისთვის დაუვიწყარი იქნება, სპორტული აქტივობები ჩვენი ცხოვრების წესი გახდება, რათა ჯანმრთელი და ჯანსაღი თაობა აღვზარდოთ. მადლობა სპორტის პედაგოგს ბუჭა იოსელიანს დახმარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203