კერძო სკოლა „თაობაში“ I-IV კლასის მოსწავლეებისთვის ჭადრაკში ტურნირი ჩატარდა
02-05-2023
ბათუმის კერძო სკოლა „თაობაში“ მოსწავლეებს განვითარებასა და მომავალ წარმატებაზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობენ. ამ მიზნით კი, პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა აქტივობას იყენებენ. 

განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეების ისეთი მნიშვნელოვანი სპორტით დაინტერესებას ეთმობა, როგორიც ჭადრაკია. ამჯერად, „თაობაში“ I-IV კლასის მოსწავლეებისთვის, ჭადრაკის ტურნირი ჩატარდა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად კი გამარჯვებული მოსწავლეები - ლანა გობაძე, დემეტრე ჯორთმენაძე და ნინი ქათამაძე გამოვლინდნენ. 

მათი მასწავლებელი თაკო კეკელიძეა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203