ჩაქვის N1 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ფრენბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
02-05-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებას როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტულ აქტივიბებში აღწევენ.
ამჯერად, გოგონათა გუნდი ფრენბურთში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის ღია პირველობაში მონაწილეობდა, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, პირველი ადგილი დაიკავეს და აჭარის პირველობაზე იასპარეზებენ.
ამავე შეჯიბრში, სკოლის ვაჟთა გუნდმა მე-3 საპრიზო ადგილი აიღო.
მოსწავლეები სასპორტო სკოლის ადმინისტრაციისაგან თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„მოსწავლეები წელს პირველობას არავის უთმობენ! კიდევ ერთხელ ვულოცავთ სკოლის სპორტის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ამ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს