ახმეტის N2 საჯარო სკოლაში საგან სამოქალაქო განათლების ფარგლებში, არაერთი აქტივობა იმართება.
ამჯერად, IXა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მ. ცისკარაული), საგნის მასწავლებელ დალი გამხვეტელაშვილთან ერთად, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს.
ისინი საგაკვეთილო თემის - „მოქალაქე და ეკონომიკა” გავლის შემდეგ, ახმეტის რძის მინი ქარხანას (წარმოების უფროსი ლ. ბუთხუზაშვილი) ესტუმრნენ, სადაც განხილული თემის პრაქტიკული ნაწილი გაგრძელდა. მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს მინი ქარხანა და საინტერესო კითხვები დაუსვეს წარმოებაში დასაქმებულ პირებს, რომელთაც ამომწურავი პასუხი გასცეს.
სკოლაში ქარხნის თანამშრომლებს მადლობას უხდიან.