„ინტერვიუ ცნობილ სპორტსმენთან“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გურამ მამიაშვილს უმასპინძლეს
02-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტის - „სპორტული ქალაქი-ოლიმპო“ ფარგელბში, სპორტსმენ გურამ მამიაშვილის უმასპინძლეს. 

ის ცნობილი მწვრთნელი და ძალოსანია. გაიმართა აქტივობა „ინტერვიუ ცნობილ სპორტსმენთან“. მოსწავლეებმა მოამზადეს შთამბეჭდავი და მრავლისმთქმელი პრეზენტაციები: „სპორტი და სპორტის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში“, „სპორტი და ჯანმრთელობა“, „სპორტი და სპორტის სახეობები“ და „მე და ძალოსნობა“. ამის შემდეგ კი ინტერვიუ სტუმარს ჩამოართვეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ინტერვიუს ჩაწერის დროს გაირკვა, რომ ცნობილ სპორტსმენს სპორტული ცხოვრება და ძალოსნობაში ძალების მოსინჯვა 13 წლიდან დაუწყია, უამრავი წარმატება დაუთვლია, საბჭოთა კავშირის მაშტაბით პირველობებისთვისაც მიუღწევია და დღეს მომავალი თაობის აღზრდის საქმეშიც თავისი ლომის წვლილი შეაქვს.

„მან გაითვალისწინა - „ის ურჩევნია მამულსა,რომ შვილი სჯობდეს მამასო“ და ქვეყანას ჯერ შვილი გაუზარდა სპორტსმენად, ახლა კი შვილიშვილსაც (ჯაბა ტყეშელაშვილს) ძალოსნად ზრდის.
აქტივობის მიზანი იყო პროექტში მონაწილეობა, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების პოპულარიზაცია და ახალი თაობის გაზრდა, ძველი თაობის წარმომადგენლების გამოცდილებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203