ქვედა სიმონეთის N2 სკოლაში, სპორტის სამ სახეობაში, რამაზ ლიკლიკაძის სახელობის გარდამავალი თასისთვის შეჯიბრი გაიმართა
02-05-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში, სპორტის სხვდასხვა სახეობაში, შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, უკვე 26-ე წელია, რაც ტრადიციად იქცა, კლასებს შორის რამაზ ლიკლიკაძის სახელობის გარდამავალი თასისათვის შეჯიბრი შაშში, ფეხბურთსა და ორ ძელზე ტანის აზიდვაში. რა თქმა უნდა, შეჯიბრი  წელსაც გაიმართა, სპორტის მასწავლებლის დავით რობაქიძის ხელმძღვანელობით.

შეჯიბრში VII- XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თითოეული თამაში სანახაობრივი იყო, მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, მოწინააღმდეგე გუნდები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ.

მღელვარე ასპარეზობის შემდეგ, საბოლოოდ, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - XI კლასი. ყოველწლიურად, თასს გამარჯვებულ გუნდს, 1 მაისს, ინიციატორი და ხელმძღვანელი, სპორტის მასწავლებლი დავით რობაქიძე გადასცემს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203