წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარჯოზე 
02-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს. 

ამ დღის აღნიშვნას მე-9 და მე-6 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მათ ღონისძიება გამართეს (ბიოლოგიის მასწავლებელი და 9-ა კლასის დამრიგებელი დ. ჯიშკარიანი , 6-ბ კლასის დამრიგებელი თ . გრიგოლია ).

მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები და პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებიც გარემოსდაცვით ღონისძიებებს ეხებოდა. ისინი ადამიანებს მოუწოდებენ გაუფრთხილდნენ და იზრუნონ პლანეტაზე.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს მარადმწვანე ხე ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე ზრუნვა ყველა ადამიანის ვალია.

ღონისძიებას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და ღონისძიების ხელმძღვანელს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203