„შექსპირის ცხოვრება და მოღვაწეობა“ - საინტერესო გაკვეთი-პროექტი ძეძილეთის საჯარო სკოლაში
02-05-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში, გაკვეთილი-პროექტი  - „შექსპირის ცხოვრება და მოღვაწეობა“, ჩატარდა.

გაკვეთილს, ინგლისური ენის პედაგოგი ლელა გიორგობიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეები პროექტში, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, მათ შექსპირის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაციები მოიძიეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს. 

პროექტზე მუშაობა თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათში შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203