„გლობალური პრობლემები“ - შემეცნებითი პრეზენტაცია ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში
02-05-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში, საინტერესო პრეზენტაცია მოეწყო, თემაზე - „გლობალური პრობლემები“.
პრეზენტაცია სკოლაში, მე- 10 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგ ნესტან მანასინის ხელმძღვანელობით, წარადგინეს.
მოსწავლეებმა, თანამედროვეობის ზოგადსაკაცობრიო პრობლემები განიხილეს, რომლებიც საერთოა მთელი მსოფლიოსათვის, ყველა რეგიონისა თუ ქვეყნისათვის, მათ აღნიშნეს, რომ ამ პრობლემების გადაჭრა, მხოლოდ მთელი კაცობრიობის ძალისხმევით არის შესაძლებელი.
ბავშვებმა პრეზენტაციაზე ისაუბრეს, რომ ცალ–ცალკე სახელმწიფოები უძლურნი არიან აღნიშნული პრობლემებთან ბრძოლაში და ამასთანავე, ნებისმიერ სახელმწიფოს პირდაპირ ან ირიბად ეხება.
ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და თავიანთი ნაშრომები თანატოლებს წარუდგინეს.
როგორცს სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ის კარგად შეაფასა და მოსწავლეებს წარმატება უსურვა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს