ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლე საბა კონცელიძემ ქართული ენისა და ლიტერატურის კონკურსში პირველი ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა
02-05-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით პროექტსა თუ კონკურსში, აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლე საბა კონცელიძე ქართული ენისა და ლიტერატურის კონკურსში - „მწიგნობარში“, წარმატებით მონაწილეობდა.
მიღწეული წარმატებისთვის, საბამ პირველი ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მისი მასწავლებელი ალინა ლომაძე გახლავთ.
სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მათში წიგნიერებისა და ინტელექტის დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს