გაიცანით, და-ძმა - ალექსანდრე და ანასტასია წიკლაურები თბილისის N86 სკოლიდან - მოსწავლეებმა ტაილანდური კრივის ჩემპიონატში ბრწყინვალედ იასპარეზეს
02-05-2023

თბილისის N86 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სპორტულ ჩემპიონატში შესანიშნავად იასპარეზეს და საუკეთესო შედეგი აჩვენეს. 

ალექსანდრე წიკლაური, თავის წონით კატეგორიაში, ტაილანდურ კრივში საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა, ხოლო მისმა დამ, ანასტასია წიკლაურმა ამავე სპორტის სახეობაში საპრიზო ადგილი დაიკავა.

ბავშვებს, სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ამ გამარჯვებას დიდი სიამაყითა და სიყვარულით ულოცავენ და სამომავლო წარმატებებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობას, მათში სპორტისადმი სიყვარულის დანერგვასა და ამ კუთხით მათ განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 


იიხლეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203