დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
02-05-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო აქტივობა მოეწყო. 

ამჯერად, შეხვედრა „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელ თეონა ზურაბაშვილსა და სკოლის VIII-XI კლასებს შორის გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირება ამ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციების მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე, ურთიერთობისა და თანამშრომლობის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203