კვახჭირის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე არაერთი საინტერესო აქტივობით აღინიშნა
02-05-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
ეკოკლუბისა წევრებმა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სკოლაში დედამიწის კუთხე მოაწყვეს, სადაც გამოფენილი იყო მოსწავლეების ნაშრომები: ჩანახატები, ესეები და ხელნაკეთი ნივთები, რომელებიც შექმნილია ნარჩენებისგან.
გარდა ამისა, მეორეკლასელების მონაწილეობით, ვიქტორინა „გჯერა თუ არა, რომ...“ მოეწყო. მოსწავლეებმა სკოლის ბილიკი ფერადი ცარცებით შექმნილი დედამიწის მოდელებით გაალამაზებს.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს