ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში-ვიქტორინა ჩატარდა
02-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური თამაში-ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინაში შეტანილი იყო საკითხები სხვადასხვა სფეროდან. მისი მიზანი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება იყო.

მოსწავლეებმა ცოდნა წარმატებით გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ბოლოს კი, ორივე ჯგუფმა, შესაბამისი ადგილის დაკავებისთვის, სერტიფიკატები მიიღო. აქტივობის ხელმძღვანელი ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გაიანე ოვსეპიანი იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203