„გვახსოვდეს აფხაზეთი“- თბილისის N89 და N103 საჯარო სკოლების პედაგოგების ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა
02-05-2023
თბილისის N89 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებლის - ნანა სოლოღაშვილის და თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგების ორგანიზებით, ერთობლივი კონფერენცია - „გვახსოვდეს აფხაზეთი“ ჩატარდა.
კონფერენციაზე მოსწავლებმა ძალიან საინტერესოდ წარადგინეს და გააშუქეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხები, 90-იანი წლების მოვლენები.
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები, რომელთა გამოსვლებმა დამსწრე საზოგადოებაზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა.