ოჟიოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო მუსიკალური პროექტი ჩატარდა
02-05-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლაში საინტერესო მუსიკალური პროექტი განხორციელდა. 

სკოლის საინფორმაციო მენეჯერის - ნატალია ახალკაციშვილის ინიციატივითა და კლასის ხელმძღვანელის - მეგი მაისურაძის ხელშეწყობით, სკოლის მე-5 კლასში პროექტი „მელომანი“ ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი გულისხმობდა ანიმაციურ ფილმებში გამოყენებული მუსიკისა და სიუჟეტების გამოცნობას.

მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებსაც გადაეცათ სერტიფიკატები.

ოჟიოს სკოლა მადლობას უხდის პროექტში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საინტერესო და სახლისო აქტივობისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203