ყვარელწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ
02-05-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, მათემატიკის გასვლითი გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეებს ღია ცის ქვეშ, ბუნებაში ჩაუტარდათ.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნინო ცხადაძე ხელმძღვანელობდა.
პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა. მოსწავლეებმა იაქტიურეს, გარემო კი დამატებითი მოტივაციის მიზეზი გახდა.
მოსწავლეებითვის გაკვეთილი შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს