ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს
02-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში, მეორეკლასელთა მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაზე, ბავშვებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, იმღერეს, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ზღაპარი - „კალაბოკი“ გაითამაშეს და საინტერესო სკეტჩი დადგეს.

ქორეოგრაფიულ ნომრებში, სხვა კლასის მოსწავლეებიც სიხარულით ჩაერთნენ, ერთად იცეკვეს და საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველაფერი იყო ძალიან ლამაზად გაფორმებული. 

„მადლობას ვუხდით დამრიგებელს სილვა ბერუჯანიანს ასეთი კარგი განწყობის შექმნისთვის“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203