დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა - „ევერესტი“ რაგბის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა
02-05-2023

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს როგორც სკოლის შიდა ისე გარე სპორტულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

ამჯერად მოსწავლეები რაგბის შეჯიბრში ჩაერთნენ. რაგბის ფედერაციის ორგანიზებით, 29 აპრილს  დედოფლისწყაროს ცენტრალურ სტადიონზე, გაიმართა ქ. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრი. 

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა შეჯიბრში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და 5 თამაშიდან 4 მოიგეს, ერთი კი მარცხით დაასრულეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„წარმატებები გუნდ „ევერესტს“ და სოსო და გელა მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203