„ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს“ -  მაღლაკის N1 სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
02-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში, პროექტის - „ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს“, პრეზენტაცია ჩატარდა. 

პრეზენტაცია მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ჟორჟოლიანმა წარადგინა, მან C ჰეპატიტის შესახებ ისაუბრა, ასევე მოსწავლეებს იმ სამი ნობელიანტი მეცნიერის - მაიკლ ჰიუტონის, ჩარლზ რაისისა და ჰარვი ალტერის დამსახურებაზე მოუყვა, რომლებმაც  C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. 

მომხსენებელმა, აღინიშნა, რომ 2019 წლიდან მკურნალობის მთელ კურსს 100% - ით სახელმწიფო ფარავს და C ჰეპატიტი სრულად განკურნებადი დაავადებაა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი მარინე ფხაკაძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203