მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი - „გეოგრაფიული ვიქტორინა“ მოეწყო. ვიქტორინა, 5 აპრილს გურძემის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის - კახა ჯგერენაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა, მასში სკოლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, „გეოგრაფიული ვიქტორინა“, საგნის პოპულარიზაციას, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში დეკლარატიული ცოდნის გამოვლენას და ტრანსფერს ემსახურებოდა.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინაში გამარჯვებულ მოსწავლეს სიმბოლური პრიზი და სერტიფიკატი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები: