თბილისის N107 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დღე შთამბეჭდავი აქტივობებით აღნიშნეს
02-05-2023

თბილისის N107 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. 

აქტივობები, პედაგოგ ანასტასია კერესელიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში 1-ელი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა, დედამიწას წერილები გაუგზავნეს და ეკოლოგიურად სუფთა გარემო უსურვეს.

ბავშვებმა ასევე, დედამიწა თავიანთი წარმოსახვით დახატეს და მას დაბადების დღე სიყვარულით მიულოცეს, დედამიწიდან კი ასეთი პასუხი მიიღეს - „ვინც მომივლის და დამიცავს, მე ვარ მისი დედამიწა“. 

„გვიყვარხარ დედამიწა, ჩვენ ყოველთვის დაგიცავთ და მოგივლით!“-  ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203