არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან თავისუფალი გაკვეთილები ჩაატარეს
02-05-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „მარადმწვანე“, დედამიწის დღე მრავალფეროვნად აღნიშნა. 

კლუბის წევრებმა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან თავისუფალი გაკვეთილები, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, მათი ნახატების გამოფენა მოაწყეს, ასევე ლექსებითა და სიმღერებით, დედამიწისადმი სიყვარული გამოხატეს და სასკოლო საზოგადოებას ეს დღე საზეიმოდ მიულოცეს.

სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203