თბილისის N217 სკოლის III კლასის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნის ავტორს უმასპინძლეს
02-05-2023

თბილისის N217 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურისადმი სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადახვა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები ეწყობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები იმართება.

ამჯერად, სკოლის III კლასის მოსწავლეებს საბავშვო წიგნის - „დიიიდი ნუნუ“ ავტორი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე ესტუმრა.

სტუმარმა, მოსწავლეებთან ერთად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წიგნი -„დიიიდი ნუნუ“ განიხილა.

მესამეკლასელებმა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

შეხვედრა საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო. მის დასასრულს, ბავშვებმა მწერალთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები და აქტივობები მოსწავლეებში წიგნის კითხვვის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203