ნინოწმინდის N1 სკოლაში მუსიკის გაკვეთილზე საინტერესო შემეცნებითი აქტივობები გაიმართა
02-05-2023

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტიცავიის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში, მუსიკის მასწავლებელმა - ანნა კარსლიანმა, საინტერესო შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე საინტერესო ნახატები წარადგინეს. მათ ასევე კლასში წარმოდგენა დადგეს, მულტფილმებიდან მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობაში მეორეკლასელები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203