სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლასა და ქართულ-ებრაულ სკოლა „ორ ავნერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმი, 18 აპრილს, ქართულ-ებრაული სკოლა ,,ორ ავნერის" ინიციატივით, გაფორმდა საქართველოს იმ რეგიონების საჯარო სკოლებთან, სადაც კომპაქტურად ცხოვრობდნენ, ან ცხოვრობენ ებრაული თემის წარმომადგენლები, მათ შორის სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლასთან.
მემორანდუმის მიზანია:
- ხელი შეუწყონ თანასწორუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობების ფორმირებას;
- შექმნან პირობები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების თანამშრომლობისთვის;
- საზოგადოებაში ჰოლოკოსტთან მიმართებით ცნობიერების ამაღლების კუთხით ორგანიზება გაუწიონ კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს;
- მოამზადონ ჰოლოკოსტის თემატიკაზე სასწავლო პროგრამები, მოდულები და პროექტები;
- ქართულ-ებრაული ურთიერთობების მხარდაჭერის მიზნით, ხელი შეუწყონ ივრითის შემსწავლელი კურსების ორგანიზებას;
- განახორციელონ კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებისთვის მიზნობრივი პროექტები.
თანამშრომლობა მოიცავს:
- საგანმანათლებლო მიღწევებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას;
- ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების — კონფერენციები, სემინარები, პროექტები — ჩატარებას;
- მოსწავლეთა თვითმმართველობების დამეგობრებასა და ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერას;
- მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის პროფესიული .ზრდის შესაძლებლობების ხელშეწყობას;
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
- ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში პარტნიორობას;
- მესამე პირთან ურთიერთობაში პარტნიორი მხარეების ინტერესების ლობირებას.
მემორანდუმს ხელი ონის საჯარო სკოლის დირექტორმა - დალი რაზმაძემ მოაწერა.
იხილეთ ფოტოები: