წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთის ჩემპიონატში ოქროს თასი მოიპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სპორტულ ჩემპიონატში, მორიგი წარმატება მოიპოვეს. ბავშვებმა, მინი ფეხბურთის ჩემპიონატში გაიმარჯვეს და დამსახურებული თასითაც დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებმა, კონკურენციის მიუხედავად საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა საუკეთესოდ მოახერხეს და სკოლა კიდევ ერთხელ ასახელეს.
სკოლაში, მოსწავლეთა სპორტულ წარმატებასა და მათში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: