ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები მოეწყო
02-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აქტიურად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს. ისინი ამ დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და საინტერესო აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს და როგორც სკოლაში გვიყვებიან, სურვილი გამოთქვეს, თავად მოუარონ მათ.
აღნიშნული აქტივობის ხელმძღვანელები იყვნენ: ლიანა ჯაიანი და ლიანა დუმბაძე.
მსოფლიო დედამიწის დღეს 1970 წლის 22 აპრილიდან აღნიშნავს.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს