ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები, პედაგოგათა ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებსა და ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში აფხაზეთის კვირეულთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები გაიმართა.
სკოლის XI კლასის მოსწავლეებს, მასწავლებელმა აფხაზეთის შესახებ, ინფორმაციული ცნობები მიაწოდა.
მათ ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დოკუმენტურ ფილმს უყურეს და ბოლოს ხელნაკეთი წიგნი - „ახალი ათონი“ შექმნეს.
მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს. აქტივობაში კი ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
კვირეული ორგანიზატორი: ნინო გვარამია გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: