„ვაწყობთ საქართველოს რუკას“ - ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო რესურსის დახმარებით, საინტერესო აქტივობა შეასრულეს
02-05-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამიტომ პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, საინტერესო აქტივობებსა თუ პროექტებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-2-მე-4 კლასებში ჩატარდა მეტად საინტერესო გაკვეთილი. გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეასრულეს სახალისო და საინტერესო აქტივობა - „ვაწყობთ საქართველოს რუკას“. სკოლამ აღნიშნული პროექტისათვის შეიძინა საინტერესო სასწავლო რესურსი, რომლის დახმარებით საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო წარმტაცი გახდა. 

სასწავლო პროცესს ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ნანა მამარდაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203