შავღელეს საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა, პედაგოგ შორენა დავითაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო სადემონსტრაციო ცდა ჩაატარეს
02-05-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო დღეებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა, სკოლაში ესმით ლაბორატორიული და პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობა, ამიტომ მოსწავლეებს პედაგოგი შორენა დავითაძე სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებითა და ექსპერიმენტებით უმარავალფეროვნებს. 

27 აპრილს, ბუნების გაკვეთილზე მეექვსე კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა - შორენა დავითაძემ მორიგი საინტერესო პრაქტიკული სამუშაო შესთავაზა. 

მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს სადემონსტრაციო ცდა, რომელიც გულისხმობდა ხელნაკეთი გამყოფი ძაბრით ერთმანეთში უხსნადი სითხეების - წყლისა და ზეთის, განცალკევებას. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გამყოფი ძაბრი თვითონვე დაამზადეს.

აქტივობის წარმატებით წარმართვაში პედაგოგ შორენა დავითაძეს დახმარება გაუწია ქართული ენის მასწავლებელმა - ლია მამულაძემ. 

ცდა მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, სახალისოც აღმოჩნდა: იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203