გულგულის საჯარო სკოლის მომღერალთა გუნდი ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების კონკურსში მონაწილეობდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლას გამორჩეული, ნიჭიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს.
ისინი სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, სკოლის გუნდი, მაია შალიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-7 ეროვნულ კონკურსში მონაწილეობდა.
კონკურსის პირველი ტური ნიკოლოზ სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეეს.
გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით ორგანიზებულ „დედაენის“ დღესთან დაკავშირებულ საერთო ღონისძიებაში ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: