წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
01-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში პროექტი „სპორტული ქალაქი - ოლიმპო“ ხორციელდება. მის მიმდინარეობაში მე-4 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. 

პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის ჩატარებულ სპორტულ-გასართობ შეჯიბრში - „მხიარულ სტარტები“ მოსწავლეები ერთმანეთს სპორტულ და სახალისო კონკურსებში ეპაექრებოდნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203